Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სასამართლო განიხილავს ქედაში ბავშვის დაღუპვის გამო დაკავებული პირების საქმეს


ბათუმის საქალაქო სასამართლო განიხილავს აღმკვეთი ღონისძიების გამოყენებას თურქეთის სამი მოქალაქისთვის, რომლებსაც ბრალი ედებათ უკანონოდ და უსაფრთხოების წესების დარღვევით წარმოებული ბურღვა-აფეთქებითი სამუშაოების გამო, რასაც 6 წლის ბავშვის სიცოცხლე ემსხვერპლა.

ბრალდების მხარე ითხოვს წინასწარ პატიმრობას იმის გათვალისწინებით, რომ სამივე ბრალდებული უცხო ქვეყნის მოქალაქეა და არსებობს გამოძიების მსვლელობისას მათი მიმალვის საფრთხე. ბრალდების მხარემ სასამართლო პროცესზე განაცხადა, რომ უბედური შემთხვევის შემდეგ, დაკავებამდე აღნიშნულმა პირებმა მიმალვა სცადეს.

ბრალდების მხარე ეყრდნობა აჭარის ეკონომიკის სამინისტროს ჩვენებას, რომლის მიხედვით, უწყება ირწმუნება, რომ არ გაუცია ნებართვა ბურღვა-აფეთქებით სამუშაოებზე ქედის მუნიციპალიტეტში მდებარე ქვის საბადოზე. დაცვის მხარე კი ირწუნება, რომ კომპანია შპს "დინამიტი-ლ.დ."-ს ასეთი ნებართვა აქვს და აუცილებლად წარუდგენს სასამართლოს.

ადვოკატმა ვაჟა ხახუტაიშვილმა სასამართლოზე განაცხადა, რომ დაკავებულები მუშები არიან და კომპანიაა პასუხისმგებელი როგორც მათ შრომით უსაფრთხოებაზე, ასევე აფეთქების ნორმების დაცვაზე.

XS
SM
MD
LG