Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

არჩილ თალაკვაძე: სააკაშვილის თავზე ხელის გადასმა დაიჯერა ბატონმა ბერძენიშვილმა


„სააკაშვილის თავზე ხელის გადასმა დაიჯერა ბატონმა ბერძენიშვილმა და რესპუბლიკურმა პარტიამ“, - ასე გამოეხმაურა არჩილ თალაკვაძე, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი, რესპუბლიკური პარტიის გადაწყვეტილებას საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში მხარი დაუჭიროს გაერთიანებული ოპოზიციის საპრეზიდენტო კანდიდატს გრიგოლ ვაშაძეს. არჩილ თალაკვაძისთვის გაუგებარია რესპუბლიკური პარტიის ეს გადაწყვეტილება: „ვფიქრობ, ეს არ არის ამ პარტიის პრინციპული პოზიცია. თუმცა, რაც ერთი შეხედვით ჩანს, სააკაშვილის მხრიდან თავზე ხელის გადასმა დაიჯერა ბატონმა ბერძენიშვილმა და პარტიის ლიდერებმა და მათთვის ეს აღმოჩნდა უფრო მაღალი ღირებულება, ვიდრე თავისუფლება, დემოკრატია და ის პრინციპები, რისთვისაც, თავის დროზე, ოპოზიცია, მათ შორის, „ქართული ოცნება“, დაუპირისპირდა „ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობის სტილს. ეს არის მათი გადაწყვეტილება და რა თქმა უნდა, ამ გადაწყვეტილებას საზოგადოების მხრიდან მეორე ტურში ექნება შეფასება“.

საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში „რესპუბლიკური პარტია“ გაერთიანებული ოპოზიციის საპრეზიდენტო კანდიდატს გრიგოლ ვაშაძეს უჭერს მხარს. ამის შესახებ პარტიის ლიდერებმა გაერთიანებული ოპოზიციის „ძალა ერთობაშია“ ოფისში განცხადებები გააკეთეს. პარტიის დამფუძნებლის ლევან ბერძენიშვილის თქმით, მან აპატია რუსეთის სპეცსამსახურებთან თანამშრომლობაში 2007 წელს დადებული ბრალი საქართველოს ყოფილ პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილს: „ბატონი მიხეილ სააკაშვილი პირადად მოვიდა ჩემთან და მითხრა, რომ არ მიაჩნია თავისი ის საქციელი სწორად. საერთოდ, ბოდიშს ვინც მოიხდის, იმას უნდა აპატიო. ვფიქრობ, არ არის იოლი საქართველოს პრეზიდენტი, ყოფილი ხარ, თუ სხვანაირი, სპეციალურად მიხვიდე კაცთან და მოვუბოდიშო. არ არის იოლი და ვთვლი, რომ ეს ძალიან სერიოზული ნაბიჯი იყო მისი მხრიდან“, - თქვა 2 ნოემბერს ლევან ბერძენიშვილმა.

XS
SM
MD
LG