Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსთავის "სტამბოლის ბაზარში" ხანძარი გაჩნდა


დაახლოებით 1000 კვადრატული მეტრი ფართობი დაიწვა რუსთავის „სტამბოლის ბაზრის“ ტერიტორიაზე გვიან ღამით გაჩენილი ხანძრის შედეგად. მისი გამომწვევი მიზეზი ჯერჯერობით უცნობია. კვამლით მოიწამლა დაცვის თანამშრომელი, რომლის მდგომარეობა სტაბილურია. დამწვარია ფართი, სადაც მოვაჭრეები ინახავდნენ გასაყიდ ტანსაცმელს და ფეხსაცმელს. მათი ნაწილი ვარაუდობს, რომ ხანძარი განზრახ გააჩინეს. მოვაჭრეები ამბობენ, რომ ზარალი დიდია და საქმის სწრაფად გამოძიებას მოითხოვენ. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, ხანძრის ლოკალიზება ღამის ორი საათისთვის მოხერხდა, რის შემდეგაც სალიკვიდაციო სამუშაოები დაიწყო.

ადგილზე მობილიზებული იყო 15 სახანძრო-სამაშველო ჯგუფი. ამჟამად ხანძარი ლიკვიდირებულია და ადგილზე ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ.

XS
SM
MD
LG