Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ზაზა სარალიძეს რუსთავში გაასამართლებენ


ხორავას ქუჩაზე მოკლული მოზარდის მამის ზაზა სარალიძის სასამართლო პროცესი რუსთავის საქალაქო სასამართლოში გაიმართება, - უთხრა რადიო თავისუფლებას სარალიძის ადვოკატმა ნესტან ლონდარიძემ.

„ან რუსთაველის გამზირს აიგივებენ რუსთავთან ან პროცესის თბილისში ჩატარებით სიტუაციის გამწვავებას ერიდებიან. სხვა ახნა, რატომ ტარდება თბილისში მომხრად ფაქტზე სასამართო პროცესი რუსთავში არ არსებობს“, - ამბობს ნესტან ლონდარიძე.

სასამართლო პროცესს ზაზა სარალიძეც დაესწრება.

ზაზა სარალიძე 26 ოქტომბერს დააკავებს, მას შემდეგ რაც სამართალდამცავებსრუსთაველის გამზირზე დაუპირისპირდა, წვიმისგან დამცავი კონსტრუქციის დადგმის უფლების შეზღუდვის გამო.

ხორავას ქუჩაზე მოკლული მოზარდის, დავით სარალიძის მამას, ზაზა სარალიძეს პროკურატურამ წაუყენა ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე მუხლით. ეს მუხლი ეხება წინააღმდეგობას, მუქარას, ან ძალადობას საზოგადოებრივი წესრიგის დამცველის ან ხელისუფლების სხვა წარმომადგენლის მიმართ და ისჯება ოთხიდან შვიდ წლამდე პატიმრობით. ბრალის წარდგენა მოხდა ინგოროყვას კლინიკაში, სადაც ზაზა სარალიძე გასულ პარასკევს გადაიყვანეს. მისმა ადვოკატმა ნესტან ლონდარიძემ, რომელიც ბრალდებას არ ეთანხმება, რადიო თავისუფლებას აცნობა, რომ პროკურატურამ საქმის მასალები გადასცა. ადვოკატის ინფორმაციით, საგამოძიებო მასალებში საუბარია, რომ ზაზა სარალიძემ ბლაგვი საგანი ჩაარტყა პოლიციელს, თუმცა, არსებული ვიდეოჩანაწერის ანალიზი ადასტურებს, რომ სარალიძის მიერ მოქნეული ეს საგანი პოლიციელს არ მოხვედრია. ლონდარიძის თქმით, სასამართლო ხვალ იმსჯელებს სარალიძისთვის აღკვეთის ზომის შეფარდებაზე.

მოგვიანებით პროკურატურამ გაავრცელა განცხადება, რომ ზაზა სარალიძისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით გირაოს გამოყენების შუამდგომლობით სასამართლოს უახლოეს დღეებში მიმართავს.

ზაზა სარალიძემ პარლამენტთან ორი თვის წინ დაიწყო საპროტესტო აქცია მისი შვილის მკვლელების დასჯის და მთავრობის გადადგომის მოთხოვნებით.

XS
SM
MD
LG