ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო ხელისუფლება დღეს გაათავისუფლებს საქართველოს ორ მოქალაქეს, სოფელ ოკამის მცხოვრებთ, რომლებიც შაბათს დააკავეს ახალგორის მიმდებარე ტყეში. რადიო თავისუფლების კორესპონდენტის ინფორმაციით, მათი გათავისუფლება დღის მეორე ნახევარში იგეგმება. საქართველოს მოქალაქეები ე.წ. საზღვრის დარღვევის ბრალდებით დააკავეს.