Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

შსს: რუსთავში დაშავდა ათი ადამიანი, მათ შორის, ხუთი არასრულწლოვანი


რუსთავში, მე-19 მიკრორაიონის მე-14 კორპუსის ეზოში, ავტოფარეხების დემონტაჟის დროს სავარაუდოდ ჟანგბადის ბალონის აფეთქების შედეგად დაშავებულია ათი ადამიანი, მათ შორის ხუთი არასრულწლოვანი. დაშავებულთა რაოდენობის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

დაშავებულების მდგომარეობის გასაგებად რადიო თავისუფლება დაუკავშირდა ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტროს და საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურს, თუმცა ამ დროისთვის არც ერთი სტრუქტურა ამ ინფორმაციას არ გასცემს.

დაშავებულები სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ საავადმყოფოში გადაიყვანა. მომხდარზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც სამთო, სამშენებლო ან სხვა სახის სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს. ადგილზე მობილიზებულები არიან სამართალდამცველები და მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები.

XS
SM
MD
LG