Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

EMC უსახლკაროების თავშესაფარში არსებულ პრობლემებზე საუბრობს


უსახლკაროთა თავშესაფარი თბილისში
უსახლკაროთა თავშესაფარი თბილისში

„ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი“ (EMC ) მიიჩნევს, რომ მას შემდეგ, რაც სოციალური საცხოვრისის მართვა ქალაქ თბილისის მერიას გადაეცა, თავშესაფარში მცხოვრებ პირთა სამართლებრივი მდგომარეობაგაუარესდა, საფრთხის წინაშე აღმოჩნდა სოციალური საცხოვრისის სათანადოდ ფუნქციონირების საკითხიც.

EMC აცხადებს, რომ მერიამ, თავშესაფარში მცხოვრები პირების გადამოწმების პროცესი დაიწყო უსახლკარო პირისათვის სტატუსის მინიჭების ახლად შემუშავებული კრიტერიუმებით.რეგისტრაციის უქონლობის გამო, სტატუსის მინიჭებაზე უარი უთხრეს ბევრ უსახლკარო ადამიანს. უსტატუსობა კი იმას ნიშნავს, რომ მათ შეუწყდებათ მუნიციპალური საცხოვრისის სერვისის გამოყენების უფლება. „ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი“ აუცილებლად მიიჩნევს გაძლიერდეს და განვითარდეს შვეიცარიის განვითარების ფონდისა და ქალაქ თბილისის მერიის ერთობლივი პროექტის ფარგლებში შექმნილი სერვისი - „სოციალური საცხოვრისი კეთილმოწყობილ გარემოში“.

ორგანიზაცია ასევე მოითხოვს, თბილისის მუნიციპალიტეტმა პრობლემის მასშტაბის გათვალისწინებით ინტენსიურად დაიწყოს ფინანსური რესურსების მობილიზება სოციალური საცხოვრისის პროგრამის განვითარების მიზნით, რაც გულისხმობს ახალი საცხოვრისების მშენებლობას, მათ მართვას სოციალური საცხოვრისის კონცეფციის საფუძველზე.

XS
SM
MD
LG