პოლონეთის ქალაქ ლუბლინში პოლიციამ ცრემლმდენი გაზი და წყლის ჭავლი გამოიყენა მემარჯვენე ექსტრემისტების წინააღმდეგ, რომლებიც ცდილობდნენ ქალაქში გეების პირველი მსვლელობის შეჩერებას. ლუბლინში 13 ოქტომბერს გეების, ლესბოსელთა, ბისექსუალებისა და ტრანსგენდერების უფლებათა ათასზე მეტი დამცველი აქტივისტი გავიდა გავიდა ქუჩაში. 300-მდე მემარჯვენე ექსტრემისტმა მათ მსვლელობას გზა გადაუღობა. პოლიციამ გამოიყენა ცრემლმდენი გაზი, ხმოვანი ყუმბარები და წყლის ჭავლი მემარჯვენთა დასაშლელად. მემარჯვენე დემონსტრანტებმა ქვები დაუშინეს პოლიციას და დაიშალნენ, მაგრამ მათი მცირე ჯგუფები ცდილობდნენ მსვლელობის დამცველი პოლიციის ზღუდის გარღვევას. ფერად დროშიანთა შემდგომ მსვლელობას ხელი აღარ შეშლია.
პოლონეთის პოლიციამ არ მისცა საშუალება მემარჯვენე ექსტრემისტებს შეეჩერებინათ გეების თემის მსვლელობა
ყველაზე პოპულარული
1