ოკუპირებული ცხინვალის საპატიმროდან გათავისუფლებულმა ხურვალეთელმა მაია ოთინაშვილმა დაადასტურა, რომ 29 სექტემბერს, რუსეთის საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა თავისი ბაღიდან გაიტაცეს. მაია ოთინაშვილი, რომელიც უკვე საკუთარ სახლში იმყოფება, ჟურნალისტებს უამბო, რომ 4 დღის განმავლობაში ცხინვალის დროებითი მოთავსების იზოლატორში იყო, შემდეგ კი საპატიმროში გადაიყვანეს. ოთინაშვილის ინფორმაციით, ცხინვალში ყოფნისას ორჯერ დაკითხეს და ე.წ. საზღვრის დარღვევას უარყოფდა, თუმცა, პირებმა, რომლებმაც გაიტაცეს, სხვა ჩვენება მისცეს. მაია ოთინაშვილი საპატიმროში მოინახულეს „წითელი ჯვრის“ წარმომადგენლებმა. რაც შეეხება ოსური და რუსული მედიასაშუალებებით გასულ კვირაში გავრცელებულ ვიდეომასალას, რომელიც ცხინვალის საპატიმროში იყო გადაღებული, მაია ოთინაშვილის თქმით, მას საკნიდან გასვლა არ უნდოდა, თუმცა, საპატიმროს უფროსმა თხოვა ვიდეოკამერების წინ გამოჩენილიყო იმის დასამტკიცებლად, რომ ცოცხალია. მაია ოთინაშვილმა მადლობა გადაუხადა ყველას, ვინც მის გათავისუფლებაში მონაწილეობდა.
ყველაზე პოპულარული
1