Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სალომე ზურაბიშვილის თქმით, მის წინააღმდეგ კამპანიაში "რუსული პიარი" არის ჩართული


დღეს თბილისში, რუსთაველის თეატრში, გაიმართა „ქართული ოცნების“ მიერ მხარდაჭერილი საპრეზიდენტო კანდიდატის, სალომე ზურაბიშვილის შეხვედრა ამომრჩევლებთან.

ზურაბიშვილის გამოსვლის მთავარი პათოსი იყო მოწოდება იმისკენ, რომ ქვეყანაში ბოლო მოეღოს შიდა დაპირისპირებებს.

„სტაბილიზაცია, დამშვიდება, გაერთიანება - ეს არის ის, რაც ჩვენ გვჭირდება დღეს ყველაზე მეტად. ეს არის ის, რისთვისაც მე გადავწყვიტე ვიყარო კენჭი პრეზიდენტობაზე. და ეს არის ის, რაც ყველაზე ნაკლებად აწყობს მტერს,“ თქვა მან.

სალომე ზურაბიშვილის თქმით, უნდა შეწყდეს „ყველანაირი კონფრონტაცია“, მათ შორის სახელმწიფო ინსტიტუტებსა და ხელისუფლების შტოებს შორის.

თავის გამოსვლაში საპრეზიდენტო კანდიდატმა საგანგებოდ ისაუბრა იმაზე, რომ მის წინააღმდეგ მიმდინარეობს უარყოფითი პიარ კამპანია, რომ მის მიმართ გაისმის დაუსაბუთებელი ბრალდებები და მას საჯაროდ აყენებენ შეურაცხყოფას. ამ კონტექსტში ზურაბიშვილმა არასამთავრობო სექტორსა და თავისუფალ მედიას ბრალი დასდო მის მიმართ ტენდენციურობასა და არაობიექტურობაში. ამავე დროს მან აღნიშნა, რომ „რუსული პიარი ოფიციალურად არის ჩართული“ მის წინააღმდეგ კამპანიაში.

XS
SM
MD
LG