საპროტესტო აქცია პარლამენტის წინ, ზაზა სარალიძისა და მალხაზ მაჩალიკაშვილის მოწოდების მიუხედავად, ჯერ-ჯერობით პოლიტიკური პარტიების აქტივობის გარეშე მიმდინარეობს. აქციაზე ამ დროისათვის მხოლოდ „ევროპული საქართველოს“ წარმომადგენელი სევდია უგრეხელიძე და „სახელმწიფო ხალხისთვის“ ყოფილი ლიდერი პაატა ბურჭულაძე იმყოფებიან. როგორც მალხაზ მაჩალიკაშვილმა აქციაზე განაცხადა, მომავალი სამოქმედო გეგმის შესახებ მოლაპარაკებების გამართვას პოლიტიკური პარტიების ლიდერებთან შვილმოკლული მამები 27 სექტემბერს ღამითაც აპირებენ.
"დღესაც, მე და ზაზა სარალიძე ოფისიდან ოფისში დავდიოდით, პარტიების წარმომადგენლებთან სალაპარაკოდ", უთხრა რადიო თავისუფლებას მალხაზ მაჩალიკაშვილმა.
ზაზა სარალიძის განცხადებით კი აქციების პარლამენტის წინ 5 ნოემბრამდე გაგრძელდება.
ამ დროისათვის აქციაზე დაახლოებით 50 ადამიანია შეკრებილი.