Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მამუკა ბახტაძე: რუსული რბილი ძალა გამოწვევაა მთელი დასავლეთისთვისაც


მამუკა ბახტაძე
მამუკა ბახტაძე

საქართველოს პრემიერ-მინისტრის, მამუკა ბახტაძის განცხადებით, რუსეთისგან მომდინარე პროპაგანდა და „რბილი ძალა“ გამოწვევაა არა მხოლოდ საქართველოსთვის, არამედ მთელი დასავლეთისა და ევროპული ცივილიზაციისთვის. მთავრობის ადმინისტრაციაში დღეს გამართულ ბრიფინგზე მამუკა ბახტაძეს ჰკითხეს აზრი რუსეთის პრეზიდენტის ფონდის დაფინანსებით თბილისში მიმდინარე მედიაკონფერენციის შესახებ და ოპოზიციის მოთხოვნაზე, კანონით დაისაჯოს რუსული პროპაგანდის გავრცელება.

„ჩვენ ვთვლით, რომ ეს არის გამოწვევა, მაგრამ რაც შეეხება პროპაგანდის და რბილი ძალის ეფექტს - ქართულმა საზოგადოებამ თავისი გადაწყვეტილება და პოზიცია დიდი ხანია დააფიქსირა და ეს არ გახლავთ მხოლოდ პოლიტიკური და გეოპოლიტიკური გადაწყვეტილება. ეს არის ჩვენი ცივილიზაციური არჩევანი, ქართველი ერის არჩევანი, რომ საქართველო აუცილებლად უნდა დაუბრუნდეს თავის ევროპულ ოჯახს“ - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა ბახტაძემ. მისივე თქმით, საქართველომ ეფექტური მექანიზმებით არ უნდა დაუშვას, რომ პროპაგანდა მოსახლეობაზე ნეგატიურად აისახოს. „მე ვარ ძალიან დარწმუნებული, უფრო მეტიც - თავდაჯერებული, რომ ეს იქნება საფუძველს მოკლებული“ - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

XS
SM
MD
LG