რუსთავის ტერიტორიაზე განაშენიანებული შავი ფიჭვის ყველა ხეს
სოკოვანი დაავადება აღენიშნება. მათი გადარჩენის მიზნით, რუსთავის „სერვის ცენტრმა“, სოფლის მეურნეობისა და გარემოს დაცვის სამინისტროს რეგიონალურ სამსახურთან ერთად, 4 სექტემბერს, გამთენიისას, დაავადებული ხეების შეწამვლა დაიწყო.