Accessibility links

ახალი ამბები
რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება
 
ოსური მედია იუწყება, რომ ქართველები ყელის ტბასთან დააკავეს

ოსური მედია იუწყება, რომ ქართველები ყელის ტბასთან დააკავეს


სამხრეთ ოსეთის დეფაქტო რესპუბლიკის საინფორმაციო სააგენტო
„რესი“-ს თანახმად, 28 აგვისტოს, ჯავის რაიონში, ყელის ტბასთან,
რუსეთისა და დე-ფაქტო სამხრეთ ოსეთის სამხედროებმა
საქართველოს 5 მოქალაქე დააკავეს.
დაკავებულები არიან 30 წლის ბექა მაღრაძე, 29-წლის ქეთევან
მაღრაძე, 26-წლის მზია გომური, 21- წლის ვახტანგ გუბელაძე და 22-
წლის გია ბაღდოშვილი.
ინფორმაციის თანახმად, დე-ფაქტო სამხრეთ ოსეთის საზღვრის
დაცვის სამსახური გამოძიებას აწარმოებს, განიხილება საქმის
სასამართლოსთვის გადაცემის საკითხი.

XS
SM
MD
LG