Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კახეთში სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო სამუშაოები დაიწყო 


ახმეტის მუნიციპალიტეტში დილიდან დაიწყო სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო სამუშაოები. ახმეტისა და თელავის სოფლებში 18 აგვისტოს ძლიერი წვიმისა და სეტყვის შედეგად მოსახლეობისთვის მიყენებულ ზარალს სპეციალური კომისია დაითვლის. კომისიის შემადგენლობაში არიან ადგილობრივი გამგეობებისა და გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს წარმომადგენლები.

რადიო თავისუფლებას გარემოსა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში განუცხადეს, რომ ზარალის აღრიცხვა „აგროდაზღვევის პროექტის" ფარგლებში მოხდება.

ნახევარსაათიანი წვიმისა და სეტყვის შედეგად, თელავსა და ახმეტაში დაიტბორა საცხოვრებელი სახლები, განადგურდა: ვენახები, ბაღები და საკარმიდამო ნათესები, ასევე წაქცეულია ხეები. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით,18 აგვისტოს თელავიდან და ახმეტიდან 51 შეტყობინება შევიდა.

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, არამდგრადი ამინდი აღმოსავლეთ საქართველოში 19-20-21 აგვისტოსაც შენარჩუნდება.

XS
SM
MD
LG