1 ოქტომბრიდან ტაქსები მერიის ნებართვით იმოძრავებენ
1 ოქტომბრიდან ტაქსის მძღოლები თბილისში მხოლოდ მერიის ნებართვით იმოძრავებენ. ნებართვის მიღება ტაქსის მძღოლებს შეუძლიათ როგორც ელექტრონულად, ისე გამგეობებსა და იუსტიციის სახლში. მძღოლის ვალდებულებაა სალონში გააკრას ნებართვის საბუთი და განათავსოს ტაქსის ყვითელი ნიშანი. მძღოლებს არ აქვთ ტაქსომეტრის განთავსების ვალდებულება. ტაქსების მონიტორინგს განახორციელებს საპატრულო პოლიცია და ტრანსპორტის საქალაქო სამსახური. ნებართვის უქონლობის შემთხვევაში მძღოლი დაჯარიმდება 200 ლარით. დაუზუსტებელი ინფორმაციით, თბილისში 50 ათასამდე ტაქსი გადაადგილდება.
ეპიზოდები
-
იანვარი 16, 2025
ანრი კვარაცხელიას დაკავების ოპერაცია
-
იანვარი 15, 2025
„დე, ჩემთვის იყავი ძლიერი“ - ინტერვიუ ზვიად ცეცხლაძის დედასთან