Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ლილის ომი


ლილის ომი
please wait

No media source currently available

0:00 0:04:38 0:00

26 წლის წინ, 1992 წლის 14 აგვისტოს, აფხაზეთში შეიარაღებული კონფლიქტი დაიწყო. საომარი მოქმედებების შედეგად, რომელმაც წელიწადზე მეტხანს გასტანა, არაოფიციალური მონაცემებით, დაიღუპა 16 ათასზე მეტი სამხედრო და სამოქალაქო პირი. 273 ათასი ადამიანი კი დევნილად იქცა. ლილი კაკულიას აფხაზეთის ომმა ოჯახის რვა წევრი წაართვა. მათ შორის, 21 წლის შვილი ვასო დგებუაძე და 51 წლის ქმარი გიორგი დგებუაძე. ისინი 1993 წლის 29 სექტემბერს, სოხუმის დაცემიდან მესამე დღეს, სოფელ ესტონკაში დახოცეს. ლილი კაკულიამ მოკლულ ქმარ-შვილსა და ნათესავებს საკუთარი ხელით გაუთხარა საფლავები. ის დღეს თბილისში, ცოტნე დადიანის ქუჩაზე, სხვა დევნილებთან ერთად, ავარიულ შენობაში ცხოვრობს.

XS
SM
MD
LG