ბოდბელი ეპისკოპოსი, მეუფე იაკობი 12 აგვისტოს ქადაგებისას დეკანოზ გიორგი მამალაძის ადვოკატების მხრიდან პრეზიდენტისთვის დეკანოზის შეწყალების თხოვნას გამოეხმაურა და „ციანიდის საქმეზე“ მსჯავრდებულ დეკანოზ გიორგი მამალაძეს "ავაზაკი" უწოდა. ეპისკოპოსი ამბობს, რომ დეკანოზის შეწყალება პრეზიდენტის გადასაწყვეტია, მაგრამ იმ შემთხვევაში, თუ ის ამ გადაწყვეტილებას მიიღებს, ყველაფერს იტყვის და დაამტკიცებს, ვის უნდოდა პატრიარქის "თავიდან მოშორება".
"ჩემს პატრიარქს ბოლომდე დავიცავ და საკმაოდ დიდი ძალაა, რომელიც დაიცავს. ძალიან დიდი ძალაა. სახელმწიფოს თუ არ შეუძლია სამართლიანობის აღდგენა, მე დავიწყებ მერე ჩვენთანაც და სხვაგანაც სამართლიანობის აღდგენას."
"არავის არ ეგონოს ვინმეს რამე დავუთმო. ასე რომ ვლაპარაკობ, მუქარა ჰგონიათ, მაგრამ ეს მუქარა არ არის. მე საქმით ვაჩვენებ, ვინც რას დაიმსახურებს, ყველას მივაღებინებ. ეს უნდა იცოდეთ. სახელმწიფოსიც მიკვირს. არ იცოდნენ ამდენი ხანი მისი ავაზაკობა?" - თქვა მეუფე იაკობმა საკვირაო წირვის დასრულების შემდეგ.