მწერალი გურამ ოდიშარია სოხუმის სახლზე
სოხუმში, ტურბაზის უბანში, ქლუხორის ქუჩაზე, 26 ნომერში, გურამ ოდიშარიას ბინაში აფხაზი კაცი ცხოვრობს, გუდაუთელი. როცა ბინაში შესულა, უკითხავს - პატრონები როგორი ადამიანები იყვნენო? აფხაზ მეზობლებს მოუყოლიათ: ბევრი სიკეთე გვახსოვს, ომის დროს გვეხმარებოდნენო და მერე იმ კაცს უთქვამს - თუ ასეა, მაშინ გადაეცით, რომ დროებით ვიკავებ მათ ბინასო. გურამ ოდიშარიამ არ იცის, როდის მოვა ეს დრო, მაგრამ ზუსტად იცის, რომ ის ერთ დღეს დიდი სიხარულით დაბრუნდებოდა თავის სახლში, ოღონდ ომისა და ვინმეს შევიწროების გარეშე. და მერე იქნებ ლექსების წერაც თავიდან დაეწყო, სოხუმის დაკარგვის მერე რომ აღარ დაუწერია.
ეპიზოდები
-
იანვარი 16, 2025
ანრი კვარაცხელიას დაკავების ოპერაცია
-
იანვარი 15, 2025
„დე, ჩემთვის იყავი ძლიერი“ - ინტერვიუ ზვიად ცეცხლაძის დედასთან