Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

NDI-ს კვლევით ყველაზე მეტი ამომრჩეველი "ქართულ ოცნებას" ჰყავს, თუმცა 20%-ს არ აჭარბებს


აშშ-ის ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის(NDI) მიერ გამოქვეყნებული კვლევით, ხვალ რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს 20% ხმას "ქართულ ოცნებას" მისცემდა, 11% "ერთიან ნაციონალურ მოძრაობას", 4% "ევროპულ საქართველოს" და 3%"ლეიბორისტულ პარტიას." ამასთან, გამოკითხულთა უმრავლესობამ, 30%-მა არ იცის, რომელ პარტიას მისცემდა ხმას. 15% მხარს არცერთ პარტიას არ უჭერს, 10%-მა კი პასუხზე უარი თქვა.

შეკითხვას, ხვალ რომ საპრეზიდენტო არჩევნები იყოს, ვის მისცემდით ხმას, 12%-მა უპასუხა, რომ „ქართული ოცნების“ კანდიდატს, 10% მხარს დაუჭერდა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატს, 6-6% გიორგი მარგველაშვილს და დავით ბაქრაძეს, 4% შალვა ნათელაშვილს და 7% სხვა კანდიდატებს. გამოკითხულთა 32%-მა არ იცის რომელ კანდიდატს მისცემდა ხმას, 15% კი მხარს არცერთ კანდიდატს არ დაუჭერდა. პასუხზე უარი თქვა 9%-მა.

საპრეზიდენტო არჩევნებთან დაკავშირებით რესპონდენტებს შესთავაზეს მეორე სიაც, მოქმედი პრეზიდენტის, გიორგი მარგველაშვილის გარეშე. ამ შემთხვევაში, გამოკითხულთა 17%-მა თქვა, რომ ხმას მისცემს „ქართული ოცნების“ კანდიდატს, 8% მხარს დაუჭერდა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატს, 7% დავით ბაქრაძეს და 5% შალვა ნათელაშვილს.

ამავე კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 74%-ს გადაწყვეტილი არ აქვს ვის მისცემდა ხმას, ხვალ რომ საპრეზიდენტო არჩევნები იყოს.

NDI-ის კვლევისთვის გამოკითხვა ჩაატარა „კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრმა.“ 23 ივნისიდან 8 ივლისამდე საქართველოს მასშტაბით გამოიკითხა 2 409 რესპონდენტი. კვლევაში ცდომილების ზღვარი +/-1,9%-ია.

XS
SM
MD
LG