აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის აზრით, მონტენეგროელები ძლიერი, „ძალიან აგრესიული“ ხალხია და შესაძლოა, ნატოს ამ ახალმა წევრმა ალიანსი მსოფლიო ომში ჩაითრიოს. ტელეკომპანია „ფოქს ნიუსთან“ ინტერვიუში ტრამპს ეკითხებიან ნატოს მეხუთე მუხლზე, რომლის თანახმადაც ნატოს რომელიმე წევრზე თავდასხმა მთელ ნატოზე თავდასხმას ნიშნავს. ჟურნალისტის შეკითხვას, რატომ უნდა წავიდეს ჩემი შვილი მონტენეგროში თავდასხმისაგან მის დასაცავადო, ტრამპი პასუხობს: „მესმის, რასაც ამბობთ, მეც იგივე შეკითხვა დავსვი“. ასევე ტრამპის თქმით, მონტენეგრო არის „პაწაწინა ქვეყანა ძალიან ძლიერი ხალხით - სხვათა შორის, ისინი ძალიან ძლიერი ხალხია, ძალიან აგრესიული ხალხი. შესაძლოა აგრესიულად მოიქცნენ და - გილოცავთ - მესამე მსოფლიო ომში აღმოჩნდებით“. ინტერვიუ ჩაწერილია ჰელსინკიში ტრამპის ვიზიტისას და ეთერში გავიდა 17 ივლისს. ტრამპი აღიარებს, რომ მეხუთე მუხლი ნატოს ავალდებულებს, დაიცვას მონტენეგრო მასზე თავდასხმის შემთხვევაში - ასეა საქმე მოწყობილიო, ამბობს ის.
ტრამპი: მონტენეგროელები „ძალიან აგრესიულები“ არიან და მათ გამო შესაძლოა მესამე მსოფლიო ომი დაიწყოს
ყველაზე პოპულარული
1