ტყიბულის მინდელის სახელობის შახტში 4 ადამიანის დაღუპვის გამო, 16 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა. შესაბამისი განკარგულება პრემიერ-მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ გამოსცა. გლოვის ნიშნად, საქართველოს ყველა ადმინისტრაციულ შენობაზე სახელმწიფო დროშა დაეშვა. დღეს გამთენიისას მინდელის სახელობის შახტში დაიღუპა 4 სამთო ოსტატი და 6 დაშავდა. წინასწარი ინფორმაციით, ტრაგედია მეთანის აფეთქებამ გამოიწვია.