2 ივლისიდან 5 ივლისის ჩათვლით, მაღალი ტემპერატურის გამო, ერთიანი ეროვნული გამოცდები დილის საათებში ჩატარდება. კვირის ბოლომდე კი, როგორც განათლების მინისტრი აცხადებს, ყველა საგამოცდო ცენტრში დასრულდება კონდიციონერების მონტაჟი. მანამდე სტუდენტებს ვენტილატორებით მოუწევთ გაგრილება. განათლების მინისტრის განცხადებით, არსებობს იდეა, რომ ეროვნული გამოცდები გაზაფხულზე გადაიტანონ. თუმცა ჯერჯერობით, არ არსებობს პასუხი კითხვაზე, სად ჩატარდება გამოცდები მაშინ, როცა სკოლებში გაზაფხულზე სასწავლო პროცესი ჯერ კიდევ მიმდინარეობს. 2018 წელს სულ სტუდენტობის მსურველი 8000-მდე აბიტურიენტი დარეგისტრირდა. გამოცდების ჩატარება სახემწიფოს 2 მილიონ ლარამდე დაუჯდება.
ეროვნული გამოცდები კონდიციონერებით და მათ გარეშე
ეპიზოდები
-
იანვარი 16, 2025
ანრი კვარაცხელიას დაკავების ოპერაცია
-
იანვარი 15, 2025
„დე, ჩემთვის იყავი ძლიერი“ - ინტერვიუ ზვიად ცეცხლაძის დედასთან