Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პროკურატურა დამოუკიდებლი იქნება შემოდგომიდან


მიმდინარეობს მუშაობა პროკურატურის შესახებ კანონზე და საპრეზიდენტო არჩევნების დასრულების შემდეგ პროკურატურა იქნება დამოუკიდებელი აღმასრულებელი ხელისუფლებისგან, - განუცხადა ჟურნალისტებს იურიდიულ საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ, ეკა ბესელიამ, უმრავლესობასა და ახალ პრემიერს შორის გამართული შეხვედრის შემდეგ. შეხვედრა „ქართული ოცნების“ ოფისში გაიმართა.

„ოქტომბერში, საპრეზიდენტო არჩევნების დასრულების შემდეგ, პროკურატურა იქნება დამოუკიდებელი აღმასრულებელი ხელისუფლებისგან. იმ ვადამდე ახალი კანონი უნდა იყოს მიღებული. ამიტომ, ღია ვართ, გახსნილი ვართ დისკუსიისთვის. ჩვენ მზად ვართ, რომ განვიხილოთ მოსაზრებები და ვიმსჯელოთ“ - განაცხადა ეკა ბესელიამ.

XS
SM
MD
LG