Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გარდაიცვალა შეფ-მზარეული და ტელეწამყვანი ენტონი ბურდეინი


ამერიკელი შეფ-მზარეული და ტელეწამყვანი ენტონი ბურდეინი, რომელსაც, სხვა ქვეყნებს შორის, საქართველოში, რუსეთში, ირანსა და სომხეთშიც ჩაუწერია გადაცემები, პარიზში გარდაცვლილი იპოვნეს. სიკვდილის მიზეზად თვითმკვლელობა სახელდება. 61 წლის ბურდეინი საფრანგეთში CNN-ისთვის წერდა სატელევიზიო პროგრამას. მის სატელევიზიო პროგრამას, „წინასწარი შეკვეთის გარეშე“, საქართველოში საზოგადოებრივი მაუწყებელი გადასცემდა.

XS
SM
MD
LG