სამხრეთ ოსეთის სააგენტო „რესი“ იუწყება სამხრეთ ოსეთსა და სირიას შორის დამოუკიდებლობის ორმხრივი აღიარებისა და დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების შესახებ. დე ფაქტო რესპუბლიკის პრეზიდენტმა ანატოლი ბიბილოვმა განაცხადა: „ახალი მეგობრები სჭირდება ყველას, მით უმეტეს, ქვეყნებს, რომლებიც მძიმე პირობებში აღმოჩნდნენ, შეეჯახნენ სამხედრო აგრესიასა და ტერორიზმს. დიპლომატიური ურთიერთობების დამყარება ჩვენს ქვეყნებს შორის, დარწმუნებული ვარ, სასარგებლო იქნება სირიისა და სამხრეთ ოსეთისთვის“. ანატოლი ბიბილოვი ბაშარ ალ ასადს უხდის მადლობას სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის აღიარების გამო. „სირიის მიერ სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის აღიარება არის გაგრძელება იმ შეუქცევადი პროცესისა, რომელიც 2008 წელს დაიწყო ჩვენი სტრატეგიული პარტნიორის - რუსეთის ფედერაციის მიერ. დარწმუნებული ვარ, ყოველ წელს მეტი და მეტი ქვეყანა გაითვალისწინებს პოლიტიკურ რეალიებს, რომლებიც ამიერკავკასიაში შეიქმნა“, - აცხადებს ბიბილოვი.