საქართველოს პარლამენტის შენობის წინ დასრულდა სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლების მიერ ორგანიზებული აქცია სახელწოდებით „ნუ მომკლავ“. აქციის მონაწილეები ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმის სამართლიანი გამოძიებას მოითხოვენ. პროკურატურა დეკემბრიდან იძიებს ბოლო დროის ერთ-ერთი ყველაზე გახმაურებული მკვლელობის ფაქტს. თბილისში. ხორავას ქუჩაზე ორი მოზარდი 2017 წლის პირველ დეკემბერს დაჭრეს. ერთი მოზარდი საავადმყოფოში მიყვანამდე დაიღუპა, მეორე კი, ექიმების მცდელობისა და რამდენიმე ოპერაციის ჩატარების მიუხედავად, 2 დეკემბერს, საავადმყოფოში გარდაიცვალა. მომხდარი მკვლელობის ფაქტზე ბრალი განზრახ მკვლელობის მუხლით წინასწარ პატიმრობაში იმყოფება ორი არასრულწლოვანი. აქციის მონაწილეები პროკურატურისგან ითხოვენ პასუხებს კითხვებზე: რატომ განადგურდა დანაშაულის ადგილი - ფარდული, რატომ არ მიეცენ პასუხისგებაში მკვლელობების ორგანიზატორი და ის პირები, ვინც გაიპარა შემთხვევის ადგილიდან. აქციაში მონაწილეობს ერთ-ერთი მოკლულის, დავით სარალიძის მამა, ზაზა სარალიძე. მოელიან, რომ აქციას შეუერთდება პანკისის სპეცოპერაციისას მოკლული თემირლან მაჩალიკაშვილის მამა, მალხაზ მაჩალიკაშვილი.
ყველაზე პოპულარული
1