Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ერგნეთში განახლდება ქართული მხარის მიერ პროტესტის ნიშნად, მარტში შეჩერებული შეხვედრა


ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის კარავი ერგნეთში
ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის კარავი ერგნეთში

დღეს ერგნეთში გაიმართება ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის სამუშაო ჯგუფების შეხვედრა. მისი წინა, 85-ე რაუნდი 1 მარტს შეაჩერა ქართულმა მხარემ ოკუპირებული ცხინვალიდან არჩილ ტატუნაშვილის ცხედრის გადმოსვენების გაჭიანურებისადმი პროტესტის ნიშნად. ოჯახს ცხედარი 20 მარტს გადასცეს. რადიო თავისუფლების ინფორმაციით, ერგნეთში დღევანდელ შეხვედრაზე საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენელთა ჯგუფი დასვამს არჩილ ტატუნაშვილის მკვლელობის გამოძიების საკითხს და მოითხოვს გარდაცვლილის შინაგანი ორგანოების გადაცემას. ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო ხელისუფლების მიერ ქართული მხარისთვის არჩილ ტატუნაშვილის ცხედრის გადაცემის შემდეგ ცნობილი გახდა, რომ მას ექსპერტიზის დროს ამოუღეს შინაგანი ორგანოები.

ერგნეთში დღევანდელ შეხვედრაზე ქართული მხარე გააპროტესტებს საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ ნიქოზთან ე.წ. ხანძარსაწინააღმდეგო ხნულების გავლებას. მაისის დასაწყისში, საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა ე.წ. საზღვრის აღმნიშვნელ ბანერთან და გამყოფ ღობესთან გაავლეს „ხანძარსაწინააღმდეგო ხნულები“ როგორც ოკუპირებულ, ისე თბილისის მიერ კონტროლირებულ ტერიტორიაზე. 11 მაის,ს ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიამ დაადასტურა, რომ სოფელ ნიქოზთან გავლებული ზოგიერთი ხნული მართლაც კვეთს ადმინისტრაციულ საზღვარს. მისიის განცხადებით, ეს და ბოლო დროს განვითარებული სხვა მოვლენები 15 მაისს განიხილება ერგნეთში, ინციდენტების პრევენციის და მათზე რეაგირების მექანიზმის შეხვედრაზე.

ერგნეთის შეხვედრას დღეს პირველად დაესწრება თბილისის დელეგაციის ახალი ხელმძღვანელი, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანალიტიკური დეპატამენტის უფროსის მოადგილე ირაკლი ანთაძე. მან შეცვალა კახაბერ ქემოკლიძე, რომელიც შსს-ს ანალიტიკური დეპარტამენტის უფროსად დაინიშნა.

XS
SM
MD
LG