Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთის და კომუნიზმის მხარდამჭერებს სამოქალაქო აქტივისტები დაუპირისპირდნენ


პოლიციამ თბილისში დააკავა სამი პირი, მათ შორის მოძრაობის, „სოციალისტური საქართველოს“ ლიდერი, ვალერი კვარაცხელია. 9 მაისის აღსანიშნავად ვაკის პარკში, უცნობი ჯარისკაცის საფლავთან მისულ „სოციალისტური საქართველოს“ წარმომადგენლებს სტვენით და შეძახილებით დახვდნენ რუსული ოკუპაციის საწინააღმდეგო აქციის მონაწილეები. კვარაცხელიასა და მისი თანამოაზრეების მიერ საბჭოთა კავშირის დროშების და სიმბოლიკის მიტანა გააპროტესტეს სამოქალაქო მოძრაობის, „ძალა ერთობაშია“ წარმომადგენლებმა. მოძრაობის ლიდერმა, დავით ქაცარავამ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ვალერი კვარაცხელიამ ქალს შეაგინა, რის გამოც მოძრაობის მხარდამჭერმა, ნიკა შაყულაშვილმა კვარაცხელიას კვერცხი ესროლა. პოლიციელებმა ორივე დააკავეს საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევის და წვრილმანი ხულიგნობის ბრალდებით. სააგენტო ინტერპრესნიუსის ცნობით, დაკავებულია კვარაცხელიას ვაჟიც. უცნობი ჯარისკაცის საფლავთან სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირება მოხდა მოძრაობის, „თავისუფალი ზონის“ წარმომადგენლებსა და „კომუნისტური პარტიის“ წევრებს შორისაც, რომლებიც ვაკის პარკში მივიდნენ საბჭოთა კავშირის დროშებით და სტალინის პორტრეტებით.

XS
SM
MD
LG