Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ერგნეთის შეხვედრები სავარაუდოდ, მაისის შუა რიცხვებში განახლდება


ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის კარავი ერგნეთში
ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის კარავი ერგნეთში

ერგნეთში, ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის სამუშაო ჯგუფის მომდევნო შეხვედრის მოსამზადებლად მხარეებს შორის მოლაპარაკება მიმდინარეობს. ამის შესახებ რადიო თავისუფლებას აცნობა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანალიტიკური დეპარტამენტის უფროსის მოადგილემ, ირაკლი ანთაძემ. „თარიღი დგინდება სამუშაო რეჟიმში. ახლო მომავალში ეს თარიღი უკვე ცნობილი იქნება და სავარაუდოდ, შეხვედრა მაისის შუა რიცხვებში შედგება“ - განაცხადა ანთაძემ. ერგნეთში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის სამუშაო ჯგუფის ბოლო, 85-ე შეხვედრა 1 მარტს ქართულმა მხარემ შეაჩერა ოკუპირებული ცხინვალიდან არჩილ ტატუნაშვილის ცხედრის გადმოსვენების გაჭიანურებისადმი პროტესტის ნიშნად. მაშინვე ითქვა, რომ 85-ე შეხვედრა ცხედრის გადმოსვენების შემდეგ განახლდებოდა, თუმცა, ეს პროცესიც გაჭიანურდა. ჯერჯერობით მსჯელობა მიმდინარეობს მხოლოდ თარიღის შესათანხმებლად და არა დღის წესრიგზე. თუმცა, რადიო თავისუფლების ინფორმაციით, ერგნეთის მომდევნო შეხვედრაზე ქართული მხარე დასვამს არჩილ ტატუნაშვილის მკვლელობის გამოძიების საკითხს.

XS
SM
MD
LG