Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რადიო თავისუფლების სამი ჟურნალისტი დაიღუპა ქაბულში მომხდარი თავდასხმისას


ქაბულში აფეთქებისას დაიღუპნენ რადიო თავისუფლების ჟურნალისტები, საბაუნ კაკარი, აბადულა ჰანანზაი და მაჰარამ დურანი
ქაბულში აფეთქებისას დაიღუპნენ რადიო თავისუფლების ჟურნალისტები, საბაუნ კაკარი, აბადულა ჰანანზაი და მაჰარამ დურანი

ქაბულის საავადმყოფოში გარდაიცვალა რადიო თავისუფლების ავღანური სამსახურის ჟურნალისტი, საბაუნ კაკარი, რომელიც მძიმედ დაიჭრა ავღანეთის მშენებლობის სამინისტროსთან 30 აპრილს მომხდარი აფეთქებისას. ადგილზე დაიღუპა რადიო თავისუფლების ორი ჟურნალისტი, აბადულა ჰანანზაი და მაჰარამ დურანი. დაღუპულია მედიასაშუალებების კიდევ 5 წარმომადგენელი, მათ შორის სააგენტო „ფრანს-პრესის“ ფოტოკორესპონდენტი შახ მარაი. სულ დაიღუპა მინუმუმ 29 ადამიანი და 45 დაიჭრა. ქაბულის ცენტრში ორმა თვითმკვლელმა დაახლოებით 20 წუთის ინტერვალით თავი აიფეთქა ჯერ ავღანეთის დაზვერვის სამსახურის, შემდეგ კი ურბანული განვითარების და მშენებლობის სამინისტროს შენობებთან. თავდასხმაზე პასუხისმგებლობა აიღო ექსტრემისტულმა დაჯგუფებამ „ისლამურმა სახელმწიფომ.“

XS
SM
MD
LG