Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

NDI: გამოკითხულთა უმრავლესობა მთავარ საფრთხედ რუსეთს მიიჩნევს


აშშ-ის ეროვნულ-დემოკრატიულმა ინსტიტუტმა(NDI) გამოაქვეყნა ახალი კვლევა „საზოგადოების განწყობა საქართველოში.“ გამოკითხულთა 65%-ისთვის მისაღებია საქართველოს მთავრობის გაცხადებული მიზანი საქართველო გახდეს ნატოს წევრი. 75%-ისთვის მისაღებია მთავრობის გაცხადებული მიზანი საქართველო გახდეს ევროკავშირის წევრი. გამოკითხულთა 21% მიიჩნევს, რომ საქართველო ევრაზიულ კავშირში უნდა გაწევრიანდეს. ამასთან, წინა, 2017 წლის დეკემბერში გამოქვეყნებულ შედეგებთან შედარებით, 8%-ითაა შემცირებული ევრაზიული კავშირის წევრობის მომხრეთა რაოდენობა. NDI-ს მიერ 30 აპრილს გამოქვეყნებული კვლევითვე, საქართველოსთვის ყველაზე დიდ საფრთხედ რუსეთს მიიჩნევს გამოკითხულთა 63%. NDI-ს დაკვეთით გამოკითხვა ჩაატარა „კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრმა.“ კვლევისთვის საველე სამუშაოები ჩატარდა 20 მარტიდან 4 აპრილის პერიოდში და სულ გამოიკითხა 2 194 რესპონდენტი. კვლევა ხორციელდება დიდი ბრიტანეთის მთავრობის ფინანსური მხარდაჭერით.

XS
SM
MD
LG