Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სასამართლომ ბაჩანა ახალაიას 9 წლით პატიმრობა მიუსაჯა


ბაჩანა ახალაია
ბაჩანა ახალაია

თბილისის საქალაქო სასამართლომ თავდაცვის ყოფილი მინისტრი ბაჩანა ახალაია დამნაშავედ ცნო პოლკოვნიკ სერგო თეთრაძის წამების საქმეზე და 9 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. პროკურატურის განცხადებით, 2011 წელს ბაჩანა ახალაიამ სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის უფროსის მოადგილესთან, მეგის ქარდავასა და მე-8 საპყრობილის დირექტორთან, ალექსანდრე მუხაძესთან ერთად გადაწყვიტა, წარმატებული ხელმძღვანელის სახელის მოსაპოვებლად, უდანაშაულო მოქალაქეთა წამებით მიეღო აღიარებითი ჩვენებები, თითქოსდა „ჯაშუშური ჯგუფის“ არსებობის შესახებ. გამოძიების ინფორმაციით, მათ შორის აღმოჩნდა თადარიგის პოლკოვნიკი, სერგო თეთრაძე, რომელმაც პირადად ახალაიას, ქარდავასა და მუხაძის მხრიდან სასტიკად ცემის მიუხედავად ბრალი არ აღიარა, რის შემდეგაც ახალაიამ ქარდავასთან ერთად ორგანიზება გაუწია სერგო თეთრაძის შემდგომ წამებას და სექსუალურ ძალადობას პატიმართა მხრიდან. პროკურატურის ცნობითვე, 2011 წლის 23 სექტემბერს, სერგო თეთრაძე წამებისას ცუდად გახდა და გულსისხლძარღვთა მწვავე უკმარისობით გარდაიცვალა გონს მოუსვლელად. ამავე საქმეზე ქარდავას და მუხაძესაც უკვე მისჯილი აქვთ 9 წლით პატიმრობა.

XS
SM
MD
LG