Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აშშ-მა სანქციები დაუწესა რუს მილიარდერებს და მაღალჩინოსნებს


6 აპრილს, აშშ-მა სანქციები დაუწესა რუსეთის კიდევ 24 მოქალაქეს და 14 კომპანიას. მათ შორის არიან „გაზპრომის“ და „ვნეშტორგბანკის“ ხელმძღვანელები, ალექსეი მილერი და ალექსეი კოსტინი. უშიშროების საბჭოს მდივანი ნიკოლაი პატრუშევი, შინაგან საქმეთა მინისტრი, ვლადიმირ კოლოკოლცევი, ეროვნული გვარდიის ხელმძღვანელი, ვიქტორ ზოლოტოვი, დუმის დეპუტატი კონსტანტინ კოსაჩოვი და მილიარდერები ოლეგ დერიპასკა, სულეიმან კერიმოვი და ვიქტორ ვექსელბერგი. კომპანიებს შორის არიან "გაზპრომ ბურენიე," "როსობორონექსპორტი" და "რენოვა." სანქციების დაწესების გამო გაიყინება ამ ფიზიკური და იურიდიული პირების ამერიკული საბანკო ანგარიშები და შეერთებული შტატების მოქალაქეებს და კომპანიებს აეკრძალება მათთან საქმიანი კონტაქტები. აშშ-ის ფინანსთა მინისტრის, სტივენ მნუჩინის განცხადებით, რუსეთის მთავრობა მტრულ მოქმედებებში მონაწილეობს მთელ მსოფლიოში, მათ შორის აგრძელებს ყირიმის ოკუპაციას და სირიის პრეზიდენტ ასადის მხარდაჭერას, ცდილობს დასავლური დემოკრატიების ხელყოფას და მტრულ კიბერაქტივობას აწარმოებს. მნუჩინის განცხადებითვე, რუსი ოლიგარქები და ელიტა, რომლებიც სარგებელს იღებენ კორუმპირებული სისტემისგან, აღარ განიხილებიან მათი მთავრობის დესტაბილიზაციის გამომწვევი საქმიანობის შედეგებისგან დამოუკიდებლად.

XS
SM
MD
LG