სახლები რიონის სანაპიროზე
ქუთაისში, რიონის სანაპიროზე მდებარე სახლები, უკვე საუკუნეზე მეტია, რაც რეკონსტრუქციას ელოდებიან. ეს სახლები მე-19 საუკუნის ბოლოს აშენდა. შენობათა ფასადები თითქმის ჩამოშლილია; მორყეული და ჩამონგრეულია აივნები, შუშაბანდები; დაზიანებულია ძველი რიკულები. ქუთაისის მერის განცხადებით, იგეგმება რიონისპირა სახლების აღდგენა. პროექტი მას შემდეგ გასაჯაროვდება, რაც მას მუნიციპალური განვითარების ფონდს წარუდგენენ. ამ ეტაპზე კონსულტაციები მიმდინარეობს რამდენიმე სამინისტროსთან. მე-19 საუკუნის სახლების რეკონსტრუქციისთვის თითქმის 13 მილიონი ლარია საჭირო.
ეპიზოდები
-
იანვარი 16, 2025
ანრი კვარაცხელიას დაკავების ოპერაცია
-
იანვარი 15, 2025
„დე, ჩემთვის იყავი ძლიერი“ - ინტერვიუ ზვიად ცეცხლაძის დედასთან