„გადმოხტი და გაიყინე“ - თოვლიანი მთიდან გაყინულ აუზში
Red Bull Jump and Freeze სახალისო შეჯიბრია, რომელიც უკვე 10 წლისაა. მონაწილეები მთიდან 100-მეტრიან დათოვლილ ბილიკზე თხილამურებით, სნოუბორდით, ციგით ან სხვა სასრიალო კონსტრუქციით ეშვებიან და დიდ აუზში ხტებიან. „გადმოხტი და გაიყინე“ პირველად ავსტრიაში ჩატარდა 2008 წელს. საქართველოში დებიუტი 2012 წელს შედგა, წლევანდელი შეჯიბრება კი მეოთხე იყო. 24 მარტს გუდაურში კონკურენციაში სულ 13 გუნდი ჩაება. ქართველების გარდა, გაყინულ აუზში უკრაინელი და რუსი ტურისტებიც ჩახტნენ. ჟიურის შეფასებებით, ორ ნომინაციაში გამოვლინდნენ გამარჯვებულები: „საუკეთესო ნახტომი“ და „ორიგინალური იდეა“.
ეპიზოდები
-
ნოემბერი 19, 2024
როგორ განვითარდა მოვლენები ჭავჭავაძისა და მელიქიშვილის გამზირებზე?
-
ნოემბერი 13, 2024
23 საათი სასამართლო სხდომაზე
-
ნოემბერი 12, 2024
ელზა გურგენიძე „ზაოდზე“, ქმარზე და მარწყვის ტორტზე
-
ნოემბერი 12, 2024
როგორ გავხდი IRONMAN
-
ნოემბერი 11, 2024
როგორ იღებდა "ქართული ოცნების" კამერა კასპში უბანზე მისულ ამომრჩევლებს
-
ნოემბერი 08, 2024
როგორ დახურა ხუთწამიანმა ვიდეომ საარჩევნო უბანი