რუსეთის საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა შიდა ქართლში დააკავეს ორი მშვიდობიანი მოქალაქე. რადიო თავისუფლების კორესპონდენტის ინფორმაციით, ე.წ. საზღვრის დარღვევის ბრალდებით დაკავებულნი არიან გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალუბნის მცხოვრებნი, იოსებ გუნდიშვილი და დავით გერკეული. ისინი საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა დააკავეს ახალუბანთან მოსაზღვრე სოფელ აძვში მდებარე ეკლესიის მახლობლად. სოფელ აძვის ნაწილი ოკუპირებულ ტერიტორიაზეა მოქცეული.
ყველაზე პოპულარული
1