Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ელენე ხოშტარია: დროა, გავუგზავნოთ მკაფიო მესიჯი მსოფლიოს


ელენე ხოშტარია
ელენე ხოშტარია

საქართველოს პარლამენტში ამ დრომდე გრძელდება დეპუტატების გამოსვლები რეზოლუციის თაობაზე, რომლითაც რუსეთის ფედერაციის მიერ ოკუპირებულ აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში ადამიანის უფლებების უხეში დარღვევის ფაქტებსა და “ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიის“ საკითხს შეეხება.

„დღევანდელი კენჭისყრით არ უნდა დასრულდეს ჩვენი პოლიტიკური გზავნილი და ამ რეზოლუციას მუდმივად თვალი უნდა ვადევნოთ“, - განაცხადა „ქართული ოცნების“ წევრმა გედევან ფოფხაძემ.

„ევროპული საქართველოს“ წევრის, ელენე ხოშტარიას შეფასებით, ერთადერთი იარაღი იმისა, რომ რუსეთი ვერ მოეპყროს საქართველოს და მის თავისუფლებას ისე როგორც ექცეოდა მრავალი წლის განმავლობაში, არის საქართველოს ხელისუფლების ჩვენი მკაფიო პოზიცია და საერთაშორისო თანამეგობრობის ზეწოლა:

„დღეს არის რეალური შანსი, რომ საერთაშორისო თანამეგობრობის მობილიზება. ეს რეზოლუცია არის შანსი, იყოს ჩვენი სახელმწიფოს ერთიანი გზავნილი საერთაშორისო თანამეგობრობისადმი და შევუერთდეთ ყველა სხვა საკითხს, რაც დგას დღეს საერთაშორისო დღის წესრიგში“, - განაცხადა ელენე ხოშტარიამ.

განსხვავებულ აზრზე რჩებიან „ერთიანი ნაციონალურ მოძრაობაში“ - თინათინ ბოკუჩავას განცხადებით: „ამ რეზოლუციით საქართველოს ხელისუფლება, ერთი მხრივ, გმობს რუსეთის ქმედებას და მეორე მხრივ ამბობს, რომ ჟენევის მოლაპარაკებებზე ხელს მოაწერს დეკლარაციას, სადაც მხარეებად წარმოდგენილნი იქნებიან ოკუპირებული აფხაზეთი და ოკუპირებული ოსეთი. ჩვენ ვფიქრობთ დ ვშიშობთ, რომ ეს რეზოლუციაც გამოყენული იქნება ჩვენი ქვეყნის ინტერესების წინააღმდეგ“.

XS
SM
MD
LG