საპარლამენტო კომიტეტები იწყებენ „მაუწყებლობის შესახებ“ კანონში განხორციელებულ ცვლილებებზე პრეზიდენტის მოტივირებული შენიშვნების განხილვას. დღეს ეს პროცესი მიმდინარეობს დარგობრივი ეკონომიკის კომიტეტში, რომელმაც პარლამენტის მიერ მიღებულ კანონპროექტს მხარი არ დაუჭრა.
საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა პარლამენტს „მაუწყებლობის შესახებ“ კანონი მოტივირებული შენიშვნებით 15 იანვარს დაუბრუნა. პრეზიდენტმა პრობლემურად მიიჩნია ის, რომ ბიუჯეტიდან დაფინანსებული საზოგადოებრივი მაუწყებელი სარეკლამო ბაზარზე შევიდეს. პრეზიდენტის შენიშვნა ეხება ასევე მაუწყებლის უფლებამოსილების გაფართოებას და შესყიდვებთან დაკავშირებულ ცვლილებას.
საქართველოს პარლამენტს პრეზიდენტის მოტივირებული შენიშვნების გაზიარებას ურჩევს 40-მდე არასამთავრობო ორგანიზაცია, რომლებმაც ხელი მოაწერეს ექვსპუნქტიან მოთხოვნას და საზოგადოებრივი მაუწყებლის რეფორმირებისთვის ახალი საზოგადოებრივი კამპანია წამოიწყეს.