Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გიორგი სოღოიანი ოლიმპიადაზე 32-ე ადგილზე გავიდა


საქართველოს დელეგაცია პიონჩანგის ოლიმპიურ თამაშებზე
საქართველოს დელეგაცია პიონჩანგის ოლიმპიურ თამაშებზე

მოციგავე გიორგი სოღოიანმა 32-ე ადგილი დაიკავა პიონჩანგში მიმდინარე ზამთრის ოლიმპიურ თამაშებზე. 20 წლის სპორტსმენს სამი დაშვების ჯამში 2.27,459 წუთი დასჭირდა და ის ფინალურ ოცეულს მიღმა აღმოჩნდა. ოლიმპიური ჩემპიონი გახდა ავსტრიელი დავიდ გრეიხნერი, ვერცხლის მედალი მოიპოვა ამერიკელმა კრის მაზდერმა, ბრინჯაოსი - გერმანელმა იოჰანეს ლუდვიგმა. გამარჯვებულები საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტმა თომას ბახმა დააჯილდოვა. საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის ვებსაიტის თანახმად, გიორგი სოღოიანის ოლიმპიური დებიუტის მნიშვნელობას ხაზი გაუსვა საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტმა ლერი ხაბელოვმა: „გიორგი ჯერ ახალგაზრდაა, 20 წლისაა და მისთვის ეს ოლიმპიადა გამოცდილების მიღების საუკეთესო საშუალება იყო. ამდენი ტიტულიანი მოციგავის გვერდით გამოსვლა მას ბევრს შესძენს. გიორგი სოღოიანმა თამაშების დაწყებამდე რამდენიმე დღით ადრე მოიპოვა პიონჩანგის საგზური, აქ კი რვა მეტოქეს აჯობა, რაც ურიგო შედეგი არ არის“. საქართველოს დელეგაცია პიონჩანგის ოლიმპიურ თამაშებზე ოთხი სპორტსმენითაა წარმოდგენილი. სოღოიანის გარდა ოლიმპიურ კონკურენციაში ჩაებმებიან მოთხილამურეები ნინო წიკლაური და იასონ აბრამაშვილი და ფიგურული მოციგურავე მორის ყვითელაშვილი.

XS
SM
MD
LG