საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე ხუთდღიანი ვიზიტით იმყოფება აშშ-ში. 5 თებერვალს, ირაკლი კობახიძე ვაშინგტონში შეხვდება აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწის პირველ მოადგილეს, ელიზაბეტ მილარდს, საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის პრეზიდენტს, დენიელ ტვინინგს, „მარშალის ფონდის“ წამყვან ექსპერტებს და კონგრესის კვლევითი სამსახურის ხელმძღვანელებს. საქართველოს პარლამენტის ინფორმაციით, ირაკლი კობახიძე შეხვედრებს გამართავს აშშ-ის კონგრესის წარმომადგენელთა პალატის სპიკერთან, პოლ რაიანთან, კონგრესში საქართველოს მეგობართა ჯგუფის თავმჯდომარესთან, ტედ პოსთან და თანათავმჯდომარესთან, ჯერი კონოლისთან. დაგეგმილია შეხვედრები წარმომადგენელთა პალატისა და სენატის სხვა წევრებთანაც.
ყველაზე პოპულარული
1