საქართველოს სახალხო დამცველმა, ნინო ლომჯარიამ მწუხარება გამოთქვა პანკისის ხეობაში სპეცოპერაციისას დაჭრილი თემირლან მაჩალიკაშვილის გარდაცვალების გამო და მის ოჯახს მიუსამძიმრა. ნინო ლომჯარიას განცხადებით, ის, როგორც სახალხო დამცველი პირობას იძლევა, რომ შესაძლებლობების ფარგლებში მაქსიმუმს გააკეთებს, რათა დადგინდეს, იყო თუ არა სპეცოპერაციის დროს ძალის გადამეტება, აღმოუჩინეს თუ არა თემირლან მაჩალიკაშვილს დროული სამედიცინო დახმარება და ყველაფერი გაკეთდა თუ არა მისი სიცოცხლის შესანარჩუნებლად. ნინო ლომჯარიას თქმით, სახალხო დამცველის აპარატი პირველივე დღიდან სწავლობს თემირლან მაჩალიკაშვილის საქმეს და ინფორმაცია უკვე გამოითხოვა პროკურატურის, შსს-ს, უსაფრთხოების სამსახურის, ჯანდაცვის სამინისტროსა და ექსპერტიზის ეროვნული ბიუროსგან. „სამწუხაროდ, კანონმდებლობით სახალხო დამცველს არ აქვს წვდომა გამოძიების მასალებზე, თუმცა, საჯაროდაც მინდა მივმართო პროკურატურას, რომ მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე უზრუნველყოს სახალხო დამცველის შესაძლებლობა, გაეცნოს საქმის მასალებს“ - განაცხადა ნინო ლომჯარიამ. მისი თქმით, ომბუდსმენის აპარატი იღებს პასუხისმგებლობას, რომ საქმისა და გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე დაიცავს ინფორმაციის კონფიდენციალობას, თუმცა, არსებობს არაერთი შეკითხვა, რომელსაც პასუხი უნდა გაეცეს.
ომბუდსმენი პირობას დებს, რომ მანდატის ფარგლებში სრულად გამოიკვლევს თემირლან მაჩალიკაშვილის საქმეს
ყველაზე პოპულარული
1