ჩეხეთის რესპუბლიკის პრეზიდენტ, მილოშ ზემანს, განზრახული აქვს მომავალი მთავრობის ფორმირება დააკისროს ანდრეი ბაბიშს, მემარჯვენე-ცენტრისტული მოძრაობა „ანოს“ (უკმაყოფილო მოქალაქეთა აქციის) ლიდერს. ამის შესახებ ზემანმა კვირას განუცხადა ჟურნალისტებს, მას შემდეგ, რაც ცნობილი გახდა პარასკევ-შაბათს გამართული საპარლამეტო არჩევნების საბოლოო შედგებით. ხმათა 30 პროცენტით არჩევნებზე დამაჯერებლად გაიმარჯვა კონსერვატიულმა პარტია „ანომ“, რომელსაც სათავეში უდგას ჩეხი მილიარდერი და მედია-მაგნატი ანდრეი ბაბიში. მიუხედავად იმისა, რომ პარლამენტში მოხდვა კიდევ შვიდი პარტია, „ანოს“ მონაწილეობის გარეშე ისინი კოალიციას ვერ ქმნიან. ჯერჯერობითო უცნობია, თუ ვისთან ერთად შექმნის კოალიციას გამარჯვებული პარტია, რომლის ლიდერმა ანდრეი ბაბიშმა უკვე გამორიცხა კოალიციური შეთანხმება პრორუსულ და ანტიევროპულ ძალებთან.
ყველაზე პოპულარული
1