Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ვენეციის კომისია: პროპორციულ სისტემაზე გადასვლის გადადება - მთავარი დაბრკოლება კონსენსუსის გზაზე


ვენეციის კომისიამ გამოაქვეყნა თავისი წინასწარი მოსაზრება საქართველოს კონსტიტუციის ივნისში, მეორე მოსმენით მიღებულ პროექტსა და საქართველოს ხელისუფლებისგან 20 სექტემბერს მიღებულ წერილზე, რომელშიც გამოთქმულია მთავრობის მზადყოფნა, განიხილოს ახალი ცვლილებები და დამატებები. ევროსაბჭოს პრესსამსახურის მიერ გამოქვეყნებული პრესრელიზის თანახმად, ვენეციის კომისია ადასტურებს კონსტიტუციის პროექტის უწინდელ დადებით შეფასებას, მაგრამ კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღნიშნავს, რომ ნებისმიერი საკონსტიტუციო რეფორმა მაქსიმალური კონსენსუსის პირობებში უნდა განხორციელდეს. როგორც დოკუმენტშია ნათქვამი, კონსენსუსის გზაზე მთავარ დაბრკოლებას ქმნის ხელისუფლების გადაწყვეტილება, 2024 წლის ოქტომბრამდე გადადოს პროპორციულ სისტემაზე გადასვლა. მაგრამ, „ამასთანავე, მისასალმებელია საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატთა მიერ 20 სექტემბრის წერილში გამოთქმული მზადყოფნა, 2020 წლის არჩევნებში დაშვებულ იქნეს პარტიათა ბლოკები, ხოლო საარჩევნო ბარიერი შემცირდეს 3 პროცენტამდე,“ ვკითხულობთ პრესრელიზში.

XS
SM
MD
LG