ჯანსაღი კვება სკოლებში
ახალი სასწავლო წლიდან სასკოლო ბუფეტებში მოსწავლეები ვეღარ იყიდიან არაჯანსაღ საკვებ პროდუქტებს, მნიშვნელოვან საფრთხეს რომ უქმნიდა მათ ჯანმრთელობას. საუბარია შაქრისა და მარილის ჭარბი შემცველობის მქონე წასახემსებელ საკვებზე, რომელსაც მოზარდები ყოველდღიურად დიდი რაოდენობით მოიხმარდნენ. განათლების სამინისტროს ახალი რეკომენდაციების დარღვევისათვის ხელშეკრულება გაუუქმდებათ ბიზნესოპერატორებს, რომლებიც ამა თუ იმ სკოლაში კვების პროცესზე არიან პასუხისმგებელი. რა არ გაიყიდება სასკოლო ბუფეტებში და რით ჩანაცვლდება არაჯანსაღი საკვები? – ამ თემებზე ვისაუბრებთ.
ეპიზოდები
-
იანვარი 16, 2025
ანრი კვარაცხელიას დაკავების ოპერაცია
-
იანვარი 15, 2025
„დე, ჩემთვის იყავი ძლიერი“ - ინტერვიუ ზვიად ცეცხლაძის დედასთან