Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველომ უკრაინას მიმართა მიხეილ სააკაშვილის ექსტრადიციის თხოვნით


მიხეილ სააკაშვილი
მიხეილ სააკაშვილი

საქართველომ კვლავ მიმართა უკრაინას საქართველოს ყოფილი პრეზიდენტისა და უკრაინაში ოდესის ოლქის ყოფილი გუბერნატორის, მიხეილ სააკაშვილის ექსტრედიციის თხოვნით. გასულ თვეში სააკაშვილს უკრაინის მოქალაქეობა ჩამოართვეს, როცა ის შეერთებულ შტატებში იმყოფებოდა. საქართველოს მთავარმა პროკურატურამ 18 აგვისტოს გამოაცხადა, რომ თანამშრომლობს უკრაინის ხელისუფლებასთან სააკაშვილის ექსტრადიციის საკითხში. ეს ცნობა გავრცელდა ორ დღეში მას შემდეგ, რაც სააკაშვილმა, რომელიც ამჟამად პოლონეთშია, თქვა, რომ 10 სექტემბერს აპირებს უკრაინაში დაბრუნებას, კერძოდ ლვოვის რეგიონში, პოლონეთ-უკრაინის სასაზღვრო-გამშვები პუნქტის გავლინთ. უკრაინის პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ 26 ივლისს ჩამოართვა სააკაშვილს უკრაინის მოქალაქეობა, რასაც საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიიჩნევს უკანონო ზომად უკრაინის პოლიტიკური სარბიელიდან მის ჩამოსაშორებლად. კიევი აცხადებს, რომ არ შეუშვებს სააკაშვილს უკრაინის ტერიტორიაზე და, თუ ამას მაინც შეეცდება, მას პასპორტს ჩამოართმევენ. საქართველოში სააკაშვილს წაყენებული აქვს პარლამენტის წევრის ცემის, ოთხ მილიონამდე დოლარის გაფლანგვის, 2007 წლის მშვიდობიანი დემონსტრაციის დარბევისა და ტელეკომპანია „იმედში“ შეჭრასთან დაკავშირებული ბრალდებები. სანამ სააკაშვილი ოდესის გუბერნატორი იყო, კიევს არაერთხელ უთქვამს უარი საქართველოში მის ექსტრადიციაზე.

XS
SM
MD
LG