Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუს აქტივისტს, ილდარ დადინს გადასცემენ ბორის ნემცოვის სახელობის პრემიას


გერმანიის ქალაქ ბონში იმართება ბორის ნემცოვის სახელობის პრემიით დაჯილდოვების ცერემონია. პრემიის წლევანდელი ლაურეატია რუსი სამოქალაქო აქტივისტი ილდარ დადინი. ის რუსეთის პირველი მოქალაქეა, რომელიც ხელისუფლებასთან შეუთანხმებელ აქციებზე განმეორებით მონაწილეობისათვის დააპატიმრეს. 2015 წლის დეკემბერში სასამართლომ მას სამი წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. გასული თვის შემოდგომაზე დადინმა გაავრცელა ცნობა კოლონიაში ცემის შესახებ. აქტივისტისთვის გამოტანილი განაჩენი გააუქმა უზენაესმა სასამართლომ, რის შემდეგაც დადინი 26 თებერვალს გაათავისუფლეს. ბორის ნემცოვის სახელობის პრემია შარშან მიენიჭა რუსეთის პარტია „იაბლოკოს“ წევრს, ლევ შლოსბერგს.

XS
SM
MD
LG