Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გააუმჯობესებს თუ არა საგზაო უსაფრთხოების მდგომარეობას ასქულიანი საჯარიმო სისტემა


პირველი ივლისიდან ამოქმედდება ცვლილება „საგზაო უსაფრთხოების შესახებ“ კანონში, რომლის მიხედვითაც, დაინერგა მართვის მოწმობის 100-ქულიანი სისტემა. ყოველ მძღოლს მიენიჭება 100 ქულა, თითოეული ადმინისტრაციული სამართალდარღვევა კი გამოიწვევს მართვის მოწმობაზე მინიჭებული 100 ქულიდან კონკრეტული რაოდენობის ქულის გამოკლებას. კალენდარული წლის განმავლობაში სამართალდარღვევების გამო ქულების განულებას მართვის უფლების შეწყვეტა მოჰყვება და მძღოლი იძულებული იქნება ხელახლა ჩააბაროს გამოცდა მართვის უფლების მისაღებად. გააუმჯობესებს თუ არა საგზაო უსაფრთხოების მდგომარეობას ასქულიანი საჯარიმო სისტემის შემოღება?

XS
SM
MD
LG