Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მრავალსართულიანი პრობლემა


მრავალსართულიანი პრობლემა
please wait

No media source currently available

0:00 0:04:33 0:00

„მენაშენეებისა და დეველოპერების მიერ ნაკარნახევი სიტუაცია“ - ასე აფასებს ურბანისტების ნაწილი დედაქალაქში მიმდინარე მრავალსართულიანი სახლების მშენებლობებს. მათ მიაჩნიათ, რომ ამგვარი სიტუაცია პრობლემას უქმნის ქალაქს, როგორც ხერგილების, ისე ეკოლოგიური მდგომარეობის თვალსაზრისით. ამ მხრივ, განსაკუთრებით ყურადსაღები მდგომარეობაა საბურთალოს მიმართულებით. სავარაუდოდ, საკრებულომ უახლოეს მომავალში უნდა განიხილოს უნივერსიტეტის მაღლივი კორპუსის მიმდებარე ტერიტორიის ფუნქციური ზონის საკითხი, რომლის ცვლილების შემთხვევაშიც, იქ რამდენიმე მრავალსართულიანი საცხოვრებელი კორპუსი უნდა დაიდგას. დაგეგმილ მშენებლობას აპროტესტებს ადგილობრივი მოსახლეობის უმეტესობა. დეველოპერულ კომპანიაში აცხადებენ, რომ მშენებლობა მაქსიმალურად იქნება მორგებული ადგილობრივი მოსახლეობის საცხოვრებელ პირობებს და არ დაზარალდება იქ არსებული გამწვანების ზოლი.

XS
SM
MD
LG