სალომე ასათიანის ინტერVIEW ბექა გაბადაძესთან
რამდენიმე დღეში მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში აღნიშნავენ ჰომოფობიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღეს. საქართველოში უფლებადამცველებს, საზოგადოების წევრებს და, უწინარესად, თავად არაჰეტეროსექსუალ მოქალაქეებს დღესაც მძიმე მოგონებად აწევთ 2013 წლის 17 მაისი, როცა თბილისის ცენტრი აღვირახსნილი და სახიფათო ძალადობის სივრცედ იქცა და ჰომოფობიას შეუზღუდავად მიეცა ამოფრქვევის საშუალება. შეიცვალა თუ არა რაიმე ამ ოთხი წლის განმავლობაში ხელისუფლების უფლებადაცვით პოლიტიკაში ან საზოგადოების განწყობაში? რა პოლიტიკური, სოციალური თუ ფსიქოლოგიური ფაქტორები აღვივებს ჰომოფობიურ ანტაგონიზმს? რა ტიპის უთანასწორობა გვხვდება საკუთრივ ლგბტ უმცირესობის წიაღში და როგორ აისახება ოჯახებში, სამსახურებში, სამუშაო ადგილებზე, ჯანდაცვის სფეროში განცდილი ჩაგვრა ღარიბ ფენებში მცხოვრებ არაჰეტეროსექსუალ ადამიანებზე? რა გზით შეუძლია მოზარდს, თავი დაიცვას საზოგადოების სიძულვილისგან ისე, რომ გამუდმებულმა დისკრიმინაციამ დაღი არ დაასვას მის თვითაღქმასა და ემოციურ ჯანმრთელობას? ინტერVIEW-ს მორიგ გამოშვებაში სალომე ასათიანი ამ და სხვა საკითხებზე ესაუბრება აქტივისტსა და სოციალურ მუშაკს, ბექა გაბადაძეს.
ეპიზოდები
-
ივლისი 21, 2017
ინტერVIEW: თვალის ერთი გადავლებით
-
ივლისი 06, 2017
სალომე ასათიანის ინტერVIEW გიორგი გვახარიასთან
-
ივნისი 22, 2017
სალომე ასათიანის ინტერVIEW მარტინ დემანტ ფრედერიკსენთან
-
ივნისი 15, 2017
სალომე ასათიანის ინტერVIEW ნათია ქუტიძესთან
-
ივნისი 08, 2017
სალომე ასათიანის ინტერVIEW ვახტანგ მჭედლიშვილთან
-
ივნისი 01, 2017
სალომე ასათიანის ინტერVIEW ნიკოლოზ ლეგაშვილთან